|
2019-09-19 16:11:22, 6664 ნახვა
მსოფლიო
ბრიტანეთმა ევროკავშირს Brexit-ზე გეგმები წარუდგინა
ბრიტანეთმა ევროკავშირს Brexit-ზე გეგმები წარუდგინა, - ამის შესახებ Reuters იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, დოკუმენტების მიღება ევროკავშირის პრესსპიკერმა მინა ანდრეევამ დაადასტურა. როგორც ანდრეევამ განმარტა, აღნიშნულ საკიტხზე დისკუსიები 19-20 სექტემბერს გაიმართება. მისივე თქმით, ბრიტანეთის წინადადებები საბაჟოების და საწარმოების მუშაობას და სანიტარიულ ნორმებს ეხება. ამავდროულად, პრესსპიკერმა სხვა დეტალური კომენტარისგან თავი შეიკავა და დასძინა, რომ ვიდრე დოკუმენტებს არ გაეცნობიან, მათზე სიღრმისეული შეფასებისგან თავს შეიკავებენ. გარდა ამისა, ანდრეევას ინფორმაციით, ევროკავშირისა და ბრიტანეთის წარმომადგენლების შეხვედრა Brexit-თან დაკავშირებით, ბრიუსელშიც გაიმართება. ცნობისთვის, ლონდონსა და ბრიუსელს შორის Brexit-ის პირობების შესახებ მოლაპარაკებები 2017 წლის 19 ივნისს დაიწყო. ბრიუსელში გამართულ საგანგებო სამიტზე ევროკავშირის ლიდერები Brexit-ის 31 ოქტომბრამდე გადადებაზე შეთანხმდნენ. შეგახსენებთ, დიდ ბრიტანეთში 2016 წლის 23 ივნისს ჩატარდა რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობას უნდა მიეღო გადაწყვეტილება, სურდა თუ არა ევროკავშირის დატოვება, ან გაერთიანებაში დარჩენა. რეფერენდუმში მონაწილეთა უმრავლესობამ - 51.9%-მა მხარი დაუჭირა ევროკავშირიდან გასვლას, ხოლო 48.1% საერთაშორისო ორგანიზაციიდან გასვლის წინააღმდეგი იყო. 2018 წლის 29 მარტს, ბრიტანეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ევროსაბჭოს ხელმძღვანელს დონალდ ტუსკს წერილი გაუგზავნა, სადაც აცნობა, რომ დაწყებულია ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ქვეყანა ევროგაერთიანებიდან 2019 წლის 29 მარტს უნდა გამოსულიყო. თუმცა, პროცესი გაჭიანურდა. Brexit-ის დასასრულებლად საჭიროა, რომ შესაბამისი შეთანხმება 27 ქვეყნის ეროვნულ პარლამენტებშიც შედგეს, რასაც, სავარაუდოდ, რამდენიმე წელი დასჭირდება. Brexit-მა ბრიტანეთში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, რის გამოც პრემიერმინისტრი ტერეზა მეი გადადგა და მისი ადგილი საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ბორის ჯონსონმა დაიკავა.
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)