17:34 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-29 18:47:55, 6097 ნახვა

მსოფლიო
ფრანკფურტის აეროპორტში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელსაც საზღვარზე 12 ჩემოდანი სიგარეტი გადაჰქონდა

გერმანიაში, ქალაქ ფრანკფურტის აეროპორტში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელსაც საზღვარზე 12 ჩემოდანი სიგარეტი გადაჰქონდა, - ამის შესახებ fnp.de იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე გერმანიაში საბრძნეთის დედაქალაქ ათენიდან ჩავიდა. 33 წლის მამაკაცის ბარგის შემოწმებისას, ჩემოდნებში, ჯამში, 48 ათასი ღერი სიგარეტი აღმოაჩინეს.  

მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქის გარდა საქმეში ასევე ფიგურირებენ ბელარუსის, სომხეთის და უკრაინის მოქალაქეებიც, თუმცა მათი დაკავება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. პოლიცია ვარაუდობს, რომ ისინი გააფრთხილეს და მათ კიდევ რამდენიმე ჩემოდანი აეროპორტში დატოვეს, თვითონ კი, ადგილიდან მიიმალნენ. ნაპოვნ ჩემოდნებში კიდევ 230 ათასი ღერი სიგარეტი იყო. 

გამოცემა წერს, რომ საქართველოს მოქალაქის დეპორტაცია თბილისში უკვე განხორციელდა. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიგურული ციგურაობაში მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრანპრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics