|
2019-08-29 18:14:14, 931 ნახვა
რეგიონი
ანთაძე: ჩორჩანასთან ქართული პოლიციის პოსტი ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზეა - ოკუპანტები ხაზს მიღმა დგანან
სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის სტანდარტული პოსტი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა განთავსებული, რაც შეეხება საოკუპაციო ძალებს, ისინი საოკუპაციო ხაზს მიღმა დგანან, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთოხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებ განუცხადა. როგორც სუს-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, საოკუპაციო ხაზის ცნება პირობითია და ამით განისაზღვრება ტერიტორია, სადაც დროებით არ ვრცელდება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია. „სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის სტანდარტული პოსტი განთავსებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და მის სიღრმეში. რაც შეეხება საოკუპაციო ძალებს, ისინი დგანან საოკუპაციო ხაზს მიღმა. მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ საოკუპაციო ხაზის ცნება არის პირობითი ცნება. ამით განისაზღვრება ტერიტორია, სადაც ჩვენ ვახორციელებთ კონტროლს და ტერიტორია, სადაც დროებით არ ვრცელდება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია. მაგრამ ეს არის მხოლოდ დროებითი“, - აღნიშნა ანთაძემ. ცნობისთვის, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა ჩაიშალა. შეხვედრაზე ველა იმ ინციდენტზე უნდა ესაუბრათ, რაც ბოლო შეხვედრის შემდეგ კონფლიქტის ზონაში მოხდა. განსახილველ საკითხებს შორის იყო უკანონო ბორდერიზაცია გუგუტიანთკარში, ერედვში საოკუპაციო ძალების მიერ განდევნილი მოსახლეობის სახლების დანგრევის და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტები. ასევე, არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და მკვლელობის ფაქტი. ირაკლი ანთაძის განმარტებით, ოსურმა მხარემ მოითხოვა, ქართულ მხარეს ე.წ. სასაზღვრო ტერიტორიიდან გაეყვანა შეიარაღებული ფორმირებები და შეეწყვიტა უკანონო მშენებლობა. გარდა ამისა, ცენტრალური ხელისუფლების მიერ გაჟღერებული კონსტრუქციული შეთავაზებები არ იქნა გაზიარებული საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ. მისივე მტკიცებით, ცხინვალის წარმომადგენლებმა, საოკუპაციო ძალების მხარდაჭერით დაიჭირეს უკიდურესად დექსტრუქციული პოზიცია და შეხვედრა დატოვეს.
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ომსკში, საზღვრიდან 2500 კილომეტრში მდებარე Ozon-ის საწყობს და ნავთობქიმიურ ქარხანას
ტრამპი: აშშ ირანზე დარტყმას 25 ოქტომბრიდან განიხილავს, თუმცა მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია
„თეთრი სახლი ისე გამოიყურება, თითქოს სადამ ჰუსეინმა იქ რესტორანი გახსნა“ - ობამამ ტრამპს დასცინა
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)