04:08 - 01 Sep, 2026
|
2019-08-27 16:36:20, 1593 ნახვა
რეგიონი
შუახევში გზების კეთილმოწყობა გრძელდება
ბრილის და ჟანივრის სოფლების დამაკავშირებელი, ავარიული გზა მოწესრიგდა. ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ფარგლებში, გზის 200 მეტრიან მონაკვეთზე, ბეტონის საფარი დაიგო. შესრულებული სამუშაოები შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ დაათვალიერა. პროექტზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 15110 ლარამდე დაიხარჯა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,გიკუ 2010“ ასრულებდა. 300 მეტრი სიგრძის გზის ავარიული მონაკვეთი მოწესრიგდა სოფელ ახალდაბის საცნაურის და საწუმპიას უბნებში. 150 მეტრ გზის მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგო ჯაბნიძეებში, კორძაულის უბანში. აღნიშნული გზების მონაკვეთების მოწესრიგება მოქალაქეების პრიორიტეტს წარმოადგენდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის ღამით დაბომბვიდან დღის განმავლობაში მუდმივ თავდასხმებზე გადაინაცვლა
რუსეთის ძალებმა დონეცკის რეგიონში, სლავიანსკზე FAB-500 ტიპის საჰაერო დარტყმა განახორციელეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)