|
2019-08-27 10:37:04, 3963 ნახვა
მსოფლიო
ამაზონის ტყეებში ხანძრის გამო ბრაზილიამ ელჩები შვებულებიდან დააბრუნა
ბრაზილიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკუთარი ელჩები შვებულებიდან დააბრუნა, რათა ამაზონის ტყეებში მძვინვარე ხანძრების გამო, სხვა ქვეყნების მხრიდან გამოთქმულ კრიტიკაზე დიპლომატიური პასუხი გასცეს, - ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ორ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, უწყებამ ელჩებს მოუწოდა უახლოეს 2 კვირაში შვებულებაში არ გავიდნენ. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ელჩი უკვე იყო შვებულებაში გასული, ამიტომ მათ, დაბრუნება მოუწიათ. გარდა ამისა, საელჩოებს დაევალათ, სოციალური მედიის გვერდებზე განათავსონ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ხანძრები ამაზონის ტყეებში ყოველწლიურად ხდება და რომ წლევანდელი ხანძრები კონტროლს ექვემდებარება. მედიის ცნობით, განკარგულება ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერნესტო არაიუჟომ ქვეყნის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუსთან გამართული საგანგებო შეხვედრის შემდეგ გასცა.
ფიგურული ციგურაობაში მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრანპრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)