|
2019-08-16 14:55:16, 832 ნახვა
რეგიონი
აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეებსა და ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს გუგუტიანთკარში არ პოლიცია არ უშვებს
აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეებსა და ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს სოფელ გუგუტიანთკარში, სადაც უკანონო ბორდერიზაციის პროცესი მიმდინარეობს, შსს-ს წარმომადგენლები არ უშვებენ. მერეთის ბლოკპოსტთან პოლიციამ ცოცხალი ჯაჭვი გააკეთა და პროტესტანტებს გუგუტიანთკარისკენ გადაადგილება აუკრძალა. მანამდე აქციის მონაწილეებმა გუგუტიანთკარისკენ გადაადგილება სხვა სოფლიდან სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ მერეთის ბლოგპოსტთან მისვლისა და რეგისტრაციის გავლის მითითება მისცა. ამასთან, აქციის წევრებმა საპატრულო პოლიცია თავად გამოიძახეს. მერეთის ბლოგპოსტთან მისულებს პოლიციამ განუცხადა, რომ მათ გუგუტიანთკარისკენ გადაადგილების უფლება შსს-ს პრესსამსახურისგან უნდა მიიღონ. შსს-ს პრესსამსახურიდან აქციის მონაწილეებმა შესვლის უფლების დაპირება მიიღეს, რაც ამ დრომდე არ შესრულებულა. აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეები და ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ დაშლას არ აპირებენ და გუგუტიანთკარში მოსახვედრად ყველაფერს გააკეთებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის ღამით დაბომბვიდან დღის განმავლობაში მუდმივ თავდასხმებზე გადაინაცვლა
რუსეთის ძალებმა დონეცკის რეგიონში, სლავიანსკზე FAB-500 ტიპის საჰაერო დარტყმა განახორციელეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)