|
2019-08-16 13:12:36, 753 ნახვა
რეგიონი
გუგუტიანთკარში დიპლომატები იმყოფებიან
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში, სადაც საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა დამატებითი უკანონო მავთულხლართები გააბეს, დიპლომატიური კორპუსის და საქართველოს მთავრობის წამომადგენლები იმყოფებიან. ადგილზე რამდენიმე ელჩი და საელჩოების 20-ზე მეტი წარმომადგენელი იმყოფება. ელჩებს შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცნობენ არსებულ ვითარებას. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან კომუნიკაცია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინტენსიურ რეჟიმში მიეწოდება ინფორმაცია დიპლომატიურ კორპუსს. შეგახსენებთ, რომ 15 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის გავლების უკანონო პროცესი განაახლა. გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზს იქით რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების სახლები მოხვდა. ომის დროს დაზიანებული სახლებიდან ნივთების გასატანად საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, რაზმაძეების და გუგუტიშვილების ოჯახებს სამდღიანი ვადა მისცეს.
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის ღამით დაბომბვიდან დღის განმავლობაში მუდმივ თავდასხმებზე გადაინაცვლა
რუსეთის ძალებმა დონეცკის რეგიონში, სლავიანსკზე FAB-500 ტიპის საჰაერო დარტყმა განახორციელეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)