|
2019-08-08 17:13:48, 1620 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე ცეცხლაურში აგვისტოს ომში დაღუპული გმირების მემორიალის გახსნას დაესწრო
რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული 5 გმირის ამირან შაინიძის, ომარ ასლანიძის, ვაჟა შაინიძის, გიორგი შაინიძისა და გიორგი ქათამაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა სოფელ ცეცხლაურში აღიმართა. მემორიალთან დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და სოფლის მოსახლეობა შეიკრიბა. თორნიკე რიჟვაძემ კიდევ ერთხელ გაიხსენა რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლები. ,,ეს არის ყველაზე ტრაგიკული, სევდიანი დღე ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში. ასევე, ეს არის დღე, როცა კიდევ ერთხელ, ძალიან ძლიერად ყველას გვახსენდება ყველა ის თავდადებული ადამიანი, ყველა ის გმირი ჯარისკაცი, რომელმაც თავი შესწირა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, ერთიანობას. და ჩვენი ვალია, რომ გავუფრთხილდეთ მათ ხსოვნას, გმირობას და თავდადებას", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. ინიციატივა ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს ეკუთვნით, რაშიც მათ მხარდაჭერა მიიღეს. მემორიალური დაფა ცეცხლაურში ქველმოქმედების შედეგად აღიმართა. „ყველა სოფელს თავისი ისტორია აქვს. ეს ბიჭები ჩვენი სოფლის ვაჟკაცები იყვნენ და ჩვენი სოფლისთვის თვალსაჩინო ადგილას უნდა გაკეთებულიყო ეს მემორიალი და ამიტომ სოფლის შემოსასვლელში გაკეთდა. დიდი მადლობა მთავრობას ამ ვაჟკაცების ხსოვნას ასეთ პატივს რომ მიაგებენ, მათი მშობლების გვერდით დგანან, თანაუგრძნობენ, მოდიან და ესაუბრებიან“, - აღნიშნა დაღუპული გმირის ვაჟა შაინიძის ოჯახის წევრმა მერი შაინიძემ.
(NS)
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)