|
2019-07-10 12:04:12, 957 ნახვა
რეგიონი
პირველი საზაფხულო სკოლა მაღალმთიანი აჭარის მოსწავლეებისთვის
ა(ა)იპ შუახევის ინტელექტ-კლუბი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებითა და სსიპ "საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ რეგიონალური ბიუროს, შუახევის მერიის მხარდაჭერით მაღალმთიან აჭარაში განახორცილეებს საზაფხულო სკოლას სახელწოდებით – გზა ევროპისკენ. საზაფხულო სკოლა შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელი გომარდულში იქნება.პროექტი “გზა ვეროპისკენ” - აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“ ქვეპროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ საზაფხული სკოლის ორგანიზების კონკურსში გამარჯვებულ სამ პროექტს შორის ერთ-ერთია. პროექტის ფარგლებში დაფინანსებულია მოსწაველეების კვება, ტრასპორტირება და სასტუმროში განთავსება; საზაფხულო სკოლის მიზანი, მთიანი აჭარის სამი მუნიციპალიტეტის (ქედა, შუახევი, ხულო) ახალგაზრდების მხარდაჭერა მათი საერთო ევროპული ღირებულებებით მომზადება, მულტიკულტურული გაგებისა და ტოლერანტობის ხელშეწყობა; მოზარდებისთვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი, სპორტულ-კულტურული გარემოს შექმნა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მონაწილეთა შორის შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა და და ევროპული ღირებულებების შესახებ მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებაა. საზაფხულო სკოლის მონაწილეები 6 დღის განმავლობაში მოისმენენ სემინარებს შემდეგი თემატიკაზე: ვროკავშირის ისტორია, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ასოცირების შეთანხმების განხორციელება, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, მითები ევროკავშირთან მიმართებაში, ანტიდასავლური პროპაგანდის მეთოდები; NATO-საქართველოს ურთიერთობები, პერსპექტივები და გამოწვევები, NATO-ში გაწევრიანების ახალი შესაძლებლობები. სკოლის მსმენელები უშუალოდ იმ ადამიანებისგან მიიღებენ ინფორმაციებს, რომლებიც რეგიონში ამ მიმართულებით მუშაობენ და მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ მოსახლეობის სწორად ინფორმირებულობის კუთხით. თითოეული მუნიციპალიტეტიდან კონკურსის წესით 7 მოსწავლე შეირჩევა. დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
(NS)
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)