|
2019-07-08 10:33:56, 1626 ნახვა
რეგიონი
თელავში „თიბისის“ მხარდაჭერით სასტუმრო Holiday Inn გაიხსნა
თელავში „თიბისის“ მხარდაჭერით კიდევ ერთი ბრენდული სასტუმრო Holiday inn გაიხსნა. 85 ნომრიანი სასტუმრო თელავის ცენტრში მდებარეობს და სტუმრების მიღება უკვე დაწყებულია. სასტუმროს ფრანჩაიზის ხელშეკრულება კომპანია "ინტერკონტინენტალ ჰოტელ გრუპს"-თან გაფორმდა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 5,000 ზე მეტი სასტუმროთი არის წარმოდგენილი. დაფინანსების სტრუქტურისა და პირობების გაუმჯობესის მიზნით, Holiday inn-ის პროექტი, თიბისი ბანკის მხარდაჭერით ჩაერთო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და აგრეთვე სახელმწიფო „უმასპინძლე საქართველოს" დაფინანსების პროგრამებში. „თიბისი ბანკისთვის“ მნიშვნელოვანია რეგიონებში კორპორატული კლიენტების მხარდაჭერა და განსაკუთრებით ტურიზმის სექტორის განვითარების ხელშეწყობა. თიბისის ჯამური ინვესტიციის მოცულობა ტურიზმის სექტორში, კერძოდ სასტუმროების დაფინანსების მიმართულებით, შეადგენს 650 მილიონ ლარს. „თიბისის“ გუნდის აქტიური ჩართულობა პროექტის საწყისი ეტაპიდან და მათი დაგროვილი გამოცდილება ტურიზმის მიმართულებით ძალიან სასარგებლო იყო ჩვენი პროექტის წარმატებულად განხორცილებაში. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც კიდევ ბევრ საინტერესო პროექტს გავაკეთებთ ერთად - აცხადებს სასტუმროს თანადამფუძლებელი ლევან ერისთავი. „თიბისი ბანკისთვის“, როგორც რეგიონალური კორპორატიული კლიენტების განვითარება, აგრეთვე ტურიზმის მზარდაჭერა პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ჩვენი გუნდი მოხარულია რომ მოგვეცა შესაძლებლობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხოციელებაში მიგვეღო მონაწილეობა. ჩვენ მუდმივად ვფიქრობთ საერთაშორისო ფონდების დაფინანსების მოძიებას, რაც ეხმარება სასტუმროებს დაფინანსების ხარჯების ოპტიმიზაციაში“, - აცხადებს ლევან შავკაციშვილი, „თიბისი ბანკის“ კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსი. „თიბისი ბანკი“ აქტიურად განაგრძობს ტურიზმის სექტორის განვითარების მხარდაჭერას.
(R)
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)