|
2019-07-04 14:56:21, 879 ნახვა
რეგიონი
შუახევში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები გრძელდება
შუახევის მერიაში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლოს საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, მერის მოადგილე რუსუდან შავაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ჯამბულ ხოზრევანიძემ და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე და ტექნოლოგიებზე ისაუბრეს, რომლის საშუალებითაც მოხდება აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა. აღინიშნა, რომ მაქსიმალური შედეგის მიღება შესაძლებელია ერთობლივი ძალისხმევით და მოსახლეობის აქტიური ჩართულობით. სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები დღეიდან შესაბამისი ტექნიკით და აპარატურით მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში განათავსებენ მონიტორინგის ხაფანგებს, რომლის საშუალებითაც შეისწავლიან აზიური ფაროსანას რაოდენობას.
(NS)
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)