|
2019-06-17 13:32:28, 766 ნახვა
რეგიონი
კახეთში „თიბისის“ რეგიონული ბიზნესფორუმი ჩატარდა
„თიბისის“ ორგანიზებითა და ფონდი EFSE-ს მხარდაჭერით, რეგიონული ბიზნესფორუმები გრძელდება. აჭარისა და იმერეთის შემდეგ, ფორუმის მონაწილეები ამჯერად კახეთში შეიკრიბნენ. ბიზნესფორუმში მონაწილეობა იმ მცირე და საშულო მეწარმეებმა მიიღეს, რომლებიც კახეთის რეგიონში საქმიანობენ. ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას ბიზნესისთვის აქტუალურ საკითხებზე ინფორმაცია დარგის ექსპერტებმა მიაწოდეს. 9 სპიკერი თიბისის ბიზნესკლიენტების წინაშე სხვადასხვა აქტუალური თემით წარდგა. სესია თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილემ - ნიკოლოზ ქურდიანმა გახსნა და მან ბიზნესში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციებზე ისაუბრა - რატომ უნდა გახდეს ყველა ბიზნესი ციფრული და რა როლი აქვს მარკეტინგს ბიზნესის განვითარებაში. შემდეგი სპიკერი ნინო ოხანაშვილი იყო. HR-ის მიმართულებით მრავალწლიანი საკონსულტაციო გამოცდილებით, მან ლიდერობის ხელოვნებაზე ისაუბრა და შეეცადა პასუხი გაეცა კითხვისთვის - „როგორ უნდა გახდეს ლიდერი სხვებისთვის მოტივატორი?" მცირე მეწარმის წინაშე არსებულ გამოწვევებზე NEXIA TA-ს მმართველმა პარტნიორმა - გელა მღებრიშვილმა ისაუბრა; აგროეკოლოგმა - დავით ბირკაძემ აგროტურიზმის შესახებ; SavvY Consulting მმართველმა პარტნიორმა - მარიამ ქოიავამ კი IFRS-ის სიახლეები, რეგულაციები და უპირატესობები გააცნო ფორუმზე შეკრებილ მეწარმეებს. ფორუმი თიბისის სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერმა - ალექსანდრე მაყაშვილმა დაასრულა თემით - „თავი თუ სახელი" ანუ ნდობა, როგორც მთავარი აქტივი ბიზნესში. ამით ფორუმის პირველი ნაწილი დასრულდა. შემდეგ მონაწილეები ინტერესის სფეროების მიხედვით, თავიანთი სურვილისამებრ ვორქშოპებზე გადანაწილდნენ. მათ არჩევანი შემდეგ თემებს შორის გააკეთეს: · „ყურადღების მიპყრობის ერა ანუ მარკეტინგის ციფრული ტრანსფორმაცია" - ვორქშოპი „თიბისის“ ციფრული მარკეტინგის უფროსმა მენეჯერმა - ტატო ნორაკიძემ ჩაატარა. · „როგორ წამოვიწყოთ ექსპორტი" - ამ თემაზე ექსპორტის განვითარების სააგენტოდან გვანცა მელაძემ ისაუბრა; · „სასტუმრო მასპინძლობის ინდუსტრიაში" - სასტუმროების ბიზნესის თავისებურებეზე აგარარული უნივერსიტეტის ლექტორმა - ქეთევან ალიმბარაშვილმა ისაუბრა. · „როგორ შევაფასოთ საოპერაციო გადაწყვეტილებები ბიზნესში" - ამ კითხავაზე პასუხის გაცემას შალვა ახრახაძე შეეცადა, რომელიც საკონსულტაციო კომპანიის - „ფინანსური ლაბორატორიის" მმართველი პარტნიორია. ვორქშოპების დასრულების შემდეგ ფორუმის მონაწილეებს ერთმანეთის და მოწვეული სპიკერების უკეთ გაცნობის საშუალება ჰქონდათ. ბიზნესფორუმი აჭარისა, იმერეთის და კახეთის შემდეგ საქართველოს სხვა რეგიონებში ჩატარდება.
(R)
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)