|
2019-05-15 11:30:53, 1003 ნახვა
რეგიონი
ბათუმში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) საკომიტეტო სხდომა გაიმართა
ბათუმი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) კომიტეტების სხდომას მასპინძლობს. სხდომაზე ასამბლეის წევრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სიტყვით მიმართა და ისაუბრა BSEC-ის ფორმატში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე საქართველოსთვის, როგორც ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მყოფი ქვეყნისთვის. ,,განსაკუთრებით სასიხარულოა რომ აჭარა მასპინძლობს ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას როგორიცაა შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის სხდომა. საქართველო გახლავთ BSEC ერთ-ერთი დამფუძნებელი და აქტიური მონაწილე. ჩვენ საერთო ფასეულობების მოფრთხილებით და თანამშრომლობით, იქნება ეს ვაჭრობა, ენერგეტიკული უსაფრთხოება თუ სხვა ეკონომიკური აქტიურობები, ხელს ვუწყობთ რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებას და შავი ზღვის აუზში კიდევ ერთ მნიშვნელოვან რეგიონალურ კოოპერაციას",- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მხრივ. „ჩვენი ძირითადი სტრატეგიული მიმართულება გახლავთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. მადლობა მინდა გადავუხადო BSEC-ის ქვეყნებს ამ ურყევი მხარდაჭერისთვის და იმ კონკრეტული ჩანაწერისთვის, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენს ეროვნულ მისწრაფებებს'',- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. ორი დღის განმავლობაში პოლიტიკურ-ეკონომიკურ, სავაჭრო და გარემოს დაცვით საკითხებზე შავი ზღვის რეგიონის 9 ქვეყნის 40-მდე კანონმდებელი იმსჯელებს. საპარლამენტო ასამბლეის საკომიტეტო სხდომების ფარგლებში დელეგატები გაეცნენ მოხსენებებს თემებზე „მწვანე ეკონომიკა და ლურჯი განვითარება" და ,,სახალხო დამცველის ინსტიტუტის როლი დემოკრატიის განმტკიცებაში". გაიმართა დებატები, სადაც კომიტეტის წევრებმა განხილულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი შეხედულებები და მოსაზრებები გამოთქვეს.
საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობა მიიღეს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა ასაფ ჰაჯიევმა, პაბსეკის ვიცე-პრეზიდენტმა ოთარ დანელიამ, სახალხო დამცველის მოადგილემ თამარ გვარამაძემ და საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების თავმჯდომარეებმა.
(NS)
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ომსკში, საზღვრიდან 2500 კილომეტრში მდებარე Ozon-ის საწყობს და ნავთობქიმიურ ქარხანას
ტრამპი: აშშ ირანზე დარტყმას 25 ოქტომბრიდან განიხილავს, თუმცა მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია
„თეთრი სახლი ისე გამოიყურება, თითქოს სადამ ჰუსეინმა იქ რესტორანი გახსნა“ - ობამამ ტრამპს დასცინა
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)