|
2015-06-24 18:16:36, 347 ნახვა
ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის შერჩევის საკითხზე კონსულტაციები იწყება
საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის შერჩევის საკითხზე კონსულტაციებს იწყებს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა. მისი განმარტებით, კონსულტაციები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დარგის ექსპერტებთან, ბიზნეს ასოციაციებთან, საბანკო სექტორთან, პარლამენტთან, ეკონომიკური პროფილის სამინისტროებთან და საქართველოს ეროვნულ ბანკთან გაიმართება. "მოგეხსენებათ, რომ მომდევნო წლის თებერვალში, 7 თვეში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, საბჭოს თავმჯდომარეს, ბატონ ქადაგიძეს ეწურება უფლებამოსილების ვადა. კანონმდებლობით კი, პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატს საქართველოს პრეზიდენტი წარუდგენს. საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, აშშ-ის ევროკავშირის, ასევე ქვეყანაში მონეტარული პოლიტიკის, საბანკო ზედამხედველობის სტაბილური ფუნქციონირებისა და მთლიანად პროგნოზირებადი გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის დავალებით ვიწყებთ ბატონი გიორგი ქადაგიძის უფლებამოსილების შემცვლელის შერჩევის პროცესს, რომელიც იქნება ძალიან ღია პროცესი. დღეიდან ვიწყებ კონსულტაციებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დარგის ექსპერტებთან, ბიზნეს ასოციაციებთან, საბანკო სექტორთან, პარლამენტთან, ეკონომიკური პროფილის სამინისტროებთან და საქართველოს ეროვნულ ბანკთან", - განაცხადა აბაშიშვილმა. ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის თქმითვე, ეროვნული ბანკის ახალი ხელმძღვანელის შერჩევისას მთავარი კრიტერიუმები გამოცდილება და ცოდნა იქნება. „ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, საბჭოს თავმჯდომარის შერჩევისას მთავარი კრიტერიუმი იქნება გამოცდილება, ცოდნა, მისი განათლება ეკონომიკის და ფინანსების სფეროში და თავისთავად ცხადია, როდსაც ჩვენ ვსაუბრობთ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობაზე და პოლიტიკური ზეგავლენისგან თავისუფლებაზე, კანდიდატი ამ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს“, - აღნიშნა აბაშიშვილმა. გიორგი ქადაგიძეს უფლებამოსილების ვადა 2016 წლის თებერვალში ეწურება. ეროვნული ბანკის ახალ პრეზიდენტს 7 წლის ვადით აირჩევენ.
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)