20:28 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-28 17:28:38, 4946 ნახვა

სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს

83 მომხრე - 12 წინააღმდეგი - სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი.

სამთავრობო ცვლილებების წარდგენისას ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამ თანამდებობას სუსის ყოფილი უფროსი მამუკა მდინარაძე დაიკავებს.

ე.წ. უპორტფელო მინისტრი, რომელსაც საკუთარი აპარატი არ ეყოლება - ასე დაახასიათა ახალი თანამდებობა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა კომიტეტზე წარდგენისას.

კანონპროექტში წერია, რო მთავრობა განსაზღვრავს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებას და მის ფარგლებს.

 „ცვლილება უზრუნველყოფს სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას. ერთობლივი ოპერაციების დაგეგმვის ხელშეწყობას, ინფორმაციის გაცვლის სტანდარტების დანერგვას. მეორე მხრივ, მათი საქმიანობის ეფექტიანობის შეფასებას, პრობლემური მიმართულებების იდენტიფიცირებას.

ასევე, მთავრობის კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრი განახორციელებს კოორდინაციას საქართველოს პროკურატურასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და სასამართლო ხელისუფლებასთან“, – აღნიშნულია კანონპროექტში.

კანონპროექტით, მხოლოდ სახელმწიფო მინისტრის ხელფასია გათვალისწინებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
იოზვიაკი: ევროკავშირი საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის განახლებას აზრს ვერ ხედავს
ევროკომისიის სპიკერი: ტექნიკური დონის შეხვედრა იყო, ხელისუფლებას ანგარიში წარედგინება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics