01:29 - 05 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-08 10:20:17, 1862 ნახვა

სამართალი
პოლიციამ სოფელ ჭოგნარში მომხდარი ქურდობის ორი ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თერჯოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული გ.გ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.გ.-მ თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარში თანასოფლელის საცხოვრებელი სახლი გაქურდა, საიდანაც 7 500 ევრო, 900 დოლარი და ოქროს სამკაულები მოიპარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„სამართალდამცველებმა მოპარული ფულის ნაწილი დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ხოლო ნაწილი - ბრალდებულის კუთვნილი მიკროავტობუსის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს. პოლიციამ, ასევე, ნივთმტკიცებად ამოიღო მოპარული ოქროს ნივთები, რომლებიც გ.გ.-მ ამავე სოფელში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქის სახლში დამალა.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გ.გ.-მ წარსულში მის მიერ ჩადენილი ქურდობის კიდევ ერთი ფაქტი აღიარა, რა დროსაც სოფელ ჭოგნარში, მოქალაქის სახლიდან 5000 ლარი და ოქროს სამკაულები მოიპარა.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიტკოფისა და კუშნერის ვიზიტების დროს საჰაერო დარტყმებს არ განვახორციელებთ, რუსეთმაც იგივე უნდა გააკეთოს
დენის კულანინმა საქართველო დატოვა
სააკაშვილი- მელია რომელიც ერთ დროს ჩემს მზეს რომ ფიცულობდა, ახლა ის დერეფანში ჩემს ყოველ ჩავლაზე მთელი ხმით უშვერ დედის გინებებს აღავლენს ხოლმე, ჩემი მიმართულებით
პროკურატურა - „ასავალ-დასავალის“ რესპონდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოპოზიციის სამი წევრი დაიკითხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics