16:59 - 03 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-03 15:40:55, 594 ნახვა

პოლიტიკა
ხოშტარია: ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური ანგარიშწორების მსხვერპლია

"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს აქვეყნებს და "ქართული ოცნების" ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ახლა პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს მხარდაჭერას უცხადებს. 

ხოშტრარიას თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია. 

ხოშტარია აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, აქტიურად დაუჭირონ მხარი პოლიტიკურ ოპონენტებსა და მტრებსაც კი, რომელთაც მისი თქმით უსამართლოდ ექცევა სისტემა.

"მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც დღეს პოლიტიკური ანგარიშწორების მსხვერპლია!

სანამ არ შევეჩვევით იმას, რომ სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს სამართლებრივი მექანიზმებით და არა პოლიტიკური მოტივით თუ არაადამიანობით, მანამდე ერთ წრეზე ვივლით.

ჩვენი ბრძოლა ცივილიზაციური ბრძოლაა. ეს არ არის ბრძოლა ძალაუფლებისთვის. ეს არის ბრძოლა ადამიანზე ორიენტირებული სისტემის შექმნისთვის!

აქედან გამომდინარე, ჩვენ, როგორც საზოგადოებას, ყოველთვის გვაქვს მორალური უპირატესობის მოპოვების შესაძლებლობა. ჩვენ ჩვენი ფასეულობების ჩამოყალიბებისა და კრისტალიზაციის პროცესში ვართ.

ძალიან მნიშვნელოვანია, აქტიურად დავუჭიროთ მხარი ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებსა და მტრებსაც კი, რომელთაც უსამართლოდ ექცევა სისტემა. ამგვარი მეთოდებით ბრძოლა რომ მიუღებელია, სწორედ იმ ადამიანებზე უნდა თქვას საზოგადოებამ, რომლებიც მათთვის სრულიად მიუღებელია. სწორედ ეს გამოგვარჩევს რუსებისგან და „ქოცებისგან“. სწორედ ეს არის ჩვენი ძალა!

ჩვენ არასდროს დავემსგავსებით მათ. შურისძიებაში და ძალადობაში მათ ვერ და არ შევეჯიბრებით. ჩვენ აუცილებლად მოვუგებთ მათ სიმართლის ძალით!", - წერს ხოშტარია.

პროკურატურამ "ქართული ოცნების" ყოფილ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ა, გ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ე ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ღარიბაშვილი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარი ჯარიმა დაეკისრა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ქალს რომელიც 11 წლის შვილს შრომით ექსპლუატაციას უწევდა, ბრალდება წარედგინა
4 ოქტომბრის საქმეზე ზურაბ ჭავჭანიძესა და ანტონ ვარდანიძეს საპროცესო გაუფორმეს
ხოშტარია: ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური ანგარიშწორების მსხვერპლია
გაძვირდა თევზი, ხორცი და ხილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics