|
2026-11-03 15:37:20, 5002 ნახვა
სამართალი
ექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება 50 000 ლარიანი გირაო გაუფორმდა
ექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ადვოკატის ცნობით, კოხტაშვილის საექიმო საქმიანობას არაფერი შეეხება და ერთწლიანი პირობითი მსჯავრიც არ ექნება. "მარეხ კოხტაშვილთან (მაია ექიმთან) საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. ხალხის მიერ აგროვილი 50 ათასი ლარი რეჟიმის პროკურატურამ ჯარიმაში წაიღო!", - წერს გელა მთივლიშვილი სოციალურ ქსელში. ექიმი მაია კოხტაშვილი 11 სექტემბერს, ყალბი რეცეპტის გაცემის ბრალდებით დააკავეს. 12 სექტემბერს 50 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს, გირაოს თანხა იმავე დღეს მოქალაქეებმა შეაგროვეს. ექიმს ფსიქოტროპულ მედიკამენტზე ყალბი რეცეპტის დამზადებასა და გაცემას ედავებიან. მაია კოხტაშვილმა სასამართლოში თქვა, რომ მასთან დასახმარებლად მამაკაცი მივიდა, რომელიც ექიმს არწმუნებდა, რომ ბებიის მკურნალობისთვის კონკრეტული წამალი სჭირდებოდა. ადვოკატის მტკიცებით, ეს კაცი სინამდვილეში პროვოკატორი აღმოჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)