|
2018-12-07 18:30:22, 2129 ნახვა
სამართალი
გიორგი მარგველაშვილის სიძეს, მინდია გოგოჭურს ბრალი ოფიციალურად წარედგინა
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძეს, მინდია გოგოჭურს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. მას გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო შენახვას და დანაშაულის დაფარვას ედავება. როგორც გოგოჭურის ადვოკატები აცხადებენ, მათი დაცვის ქვეშ მყოფს წარდგენილი აქვს ბრალი ჯგუფურად იარაღის უკანონოდ შეძენისთვის, თუმცა, მათივე თქმით, საქმის მასალებში მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებია. უფლებადამცველები ფიქრობენ, რომ საქმე ხელოვნურად არის დამძიმებული და არ გამორიცხავენ, ამას პოლიტიკური მოტივი ჰქონდეს. „საქმე, რომ საშინლად დამძიმებულია, მანდ ორი აზრი არ არსებობს... ჯერ დადგენილი არ არის ვისია იარაღი და უკვე ჯგუფურია ანუ საქმე ისე არის დამძიმებული, რომ ხვალ გირაო მოსამართლემ არ შეუფარდოს და აუცილებლად შეუფარდოს მას პატიმრობა. მე აქ უფრო პოლიტიკურ სარჩულს ვხედავ", - განაცხადა ადვოკატმა. შეგახსენებთ, მინდია გოგოჭური და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ძებნილი გიორგი რაზმაძე 6 დეკემბერს დააკავეს. შსს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულების დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ტყვია გაუმტარი ჟილეტი ამოიღეს. ასევე, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული იქნა აღნიშნული პირების მიერ საცხოვრებელი ბინიდან გადმოყრილი 2 პისტოლეტი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)