|
2018-12-07 18:24:27, 1642 ნახვა
სამართალი
ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე გაზეთ „ლანჩხუთი პლუსის“ რედაქტორის გამოკითხვა დასრულდა
გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ლანჩხუთში, გაზეთ „ლანჩხუთი პლუსის“ რედაქტორის ქეთევან ნაკაშიძის გამოკითხვა დასრულდა. „დამისვეს კითხვები და ვუპასუხე. ჩემთვის გაუგებარია პირადობის მოწმობების წარმომავლობა და ის, თუ რატომ იქნა ჩემი სახელი ნახსენები აღნიშნულ საქმეში. მე გამოძიებასთან თანამშრომლობას ვაპირებ და სიმართლის დადგენის იმედი მაქვს“, – აცხადებს ნაკაშიძე. პროკურატურა მას გუშინ, ტელეკომპანია „იმედზე“ ინფორმაციის გასვლის შემდეგ დაუკავშირდა. სიუჟეტში ერთ- ერთი რესპონდენტი, ქეთევან ვაშაკიძეს რედაქციაში წლების განმავლობაში ნეკროლოგისთვისდასაბეჭდად მიტანილი პირადობის მოწმობების ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრისთვის გადაცემაში ადანაშაულებს. გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ლანჩხუთში, გაზეთ „ლანჩხუთი პლუსის“ რედაქტორის ქეთევან ვაშაკიძის და მარეხ ორაგველიძის გამოკითხვა მიმდინარეობს. პროკურატურა მათ გუშინ, ერთ-ერთ მედიასაშუალებაში ინფორმაციის გასვლის შემდეგ დაუკავშირდა.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)