|
2018-12-06 14:38:31, 1752 ნახვა
სამართალი
„სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დაკავებულ ნუგზარ ჯანჯღავას პატიმრობა შეეფარდა
ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე დაკავებულ შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის ყოფილ მოადგილე ნუგზარ ჯანჯღავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. როგორც პროკურორმა მაია სილაგაძემ აღნიშნა, ბრალდების მხარეს მოპოვებული აქვს არაერთი პირის ინფორმაცია, რომ ნუგზარ ჯანჯღავა თანხის სანაცვლოდ აფთიაქებს მფარველობდა. "საქმეში მოპოვებული გვაქვს არაერთი პირის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომლებიც ადასტურებენ, რომ ნუგზარ ჯანჯღავას უხდიდნენ ყოველთვიურად თანხას, რათა გარკვეული მფარველობა განეხორციელებინა მათ აფთიაქებზე. ამის დასადასტურებლად წარმოდგენილია სასამართლოში არაერთი მტკიცებულება და სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტაცია და სწორედ ამიტომაც დრევანდელ სასამართლო სხდომაზე ნუგზარ ჯანჯღავას შეეფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა“, - განაცხადა პროკურორმა მაია სილაგაძემ. თავის მხრივ, დაცვის მხარე გირაოს შეფარდებას ითხოვდა და აღნიშნავდა, რომ ჯანჯღავას მიმართ მტკიცებულებები არ არსებობს, თუმცა მოსამართლემ ადვოკატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. „არ არსებობს მტკიცებულება კონკრეტული პირდაპირი მტკიცებულება იმისა რომ ბატონმა ჯღარკავამ ვინმესგან აირო კონკრეტული სახის თანხა და გადასცა დაუშვათ თვალავაძეს . გადაწყვეტილება გასაჩივრდება 48 საათის განმავლობაში აუცილებლად“, - განაცხადა ადვოკატმა ლალი აფციაურმა. ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა 4 დეკემბერს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, თბილისსა და გორში, აფთიაქების მფლობელები, 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის ივლისის ჩათვლით, ყოველთვიურად ფსიქოტროპული მედიკამენტების უნებართვოდ რეალიზაციის მფარველობისთვის, სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ უფროსისთვის - გია თვალავაძისთვის გადასაცემად ნუგზარ ჯ-ს დიდი ოდენობით თანხებს უხდიდნენ.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)