16:17 - 03 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-06 10:34:33, 1630 ნახვა

სამართალი
შსს-ს ცნობით, გოგოჭურმა და მასთან ერთად დაკავებულმა, პოლიციის გამოჩენის შემდეგ ბინიდან პისტოლეტები გადაყარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის და მასთან ერთად დაკავებული პირის დროებით საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ტყვია გაუმტარი ჟილეტი, ხოლო კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან 2 პისტოლეტი ამოიღეს.

უწყების ცნობით, პისტოლეტები ბინიდან დაკავებულებმა პოლიციის გამოჩენის შემდეგ გადმოყარეს.

„სამართალდამცველებმა თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე დაკავებულების დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ტყვია გაუმტარი ჟილეტი ამოიღეს. ასევე, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული იქნა აღნიშნული პირების მიერ საცხოვრებელი ბინიდან გადმოყრილი 2 პისტოლეტი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გ.რ. გადაყვანილ იქნა პენიტენციურ დაწესებულებაში, მ.გ. კი დროებითი მოთავსების იზოლატორში“, - აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხოშტარია: ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური ანგარიშწორების მსხვერპლია
გაძვირდა თევზი, ხორცი და ხილი
ექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება 50 000 ლარიანი გირაო გაუფორმდა
პაპუაშვილი – ოპოზიციის ალიანსმა „ნაციონალური მოძრაობა“ ლოგოდან ამოიღო, მაგრამ გულიდან ვერ ამოიღებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics