|
2018-10-22 11:14:17, 580 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე: ამაყი ვარ, რომ აჭარიდან ამდენმა ახალგაზრდამ გამოთქვა სურვილი მონაწილეობა მიეღო სარეზერვო სამსახურის საპილოტე პროგრამაში
ბათუმში სარეზერვო სამსახურის საპილოტე პროგრამის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. გახსნის ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრო, პროგრამაში მონაწილე რეზერვისტებს სიტყვით მიმართა. „ამაყი ვარ, რომ აჭარის რეგიონიდან ამდენმა ახალგაზრდამ გამოთქვა სურვილი მონაწილეობა მიეღო ამ უნიკალურ პროექტში. აღსანიშნავია, რომ რეზერვისტებს შორის არიან სტუდენტები ადგილობრივი უმაღლესი სასწავლებლებიდან. განსაკუთრებით მახარებს ახალგაზრდების ჩართულობა, მათი შემართება და სურვილი ემსახურონ სამშობლოს და მის უსაფრთხოებას. ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხს სწორედ ასეთი ახალგაზრდების ვაჟკაცობა და თავდადება განაპირობებს. დიდია სარეზერვო სამსახურის როლი როგორც საომარი, ისე არასაომარი მოქმედების დროსაც. მახარებს რეზერვისტების პატრიოტული სულისკვეთება და მათი მზაობა განსაკუთრებული საჭიროების დროს იდგნენ საკუთარი მოქალაქეების გვერდით. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს რეზერვისტებს, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს სარეზერვო სამსახურში გაწევრიანების. ამით მათ გამოხატეს უდიდესი სიყვარული ქვეყნისა და სამშობლოს წინაშე“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის ბაზაზე პროგრამაში მონაწილე რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი დადეს. ფიცის დადების ცერემონიალზე, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში გამოჩენილი დამსახურებისთვის და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამხედრო საწვრთნელ მისიაში ღირსეულად მონაწილეობისთვის 16 სამხედრო მოსამსახურე დაჯილდოვდა. აჭარის აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე შალვა ჯაბახიძესთან ერთად გარემონტებული ინფრასტრუქტურაც დაათვალიერა, სადაც რეზერვისტები იმსახურებენ. განსაკუთრებული შინაარსის სარეზერვო სამსახური საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით ჩამოყალიბდა.
(NS)
პუტინმა ზელენსკის განცხადებას რუსეთის საჰაერო სივრცის „ფაქტობრივი დახურვის“ შესახებ „სახელმწიფო ტერორიზმის გამოყენება“ უწოდა
ვოლოდიმირ ზელენსკი- რუსეთის ცა ფაქტობრივად დაიხურება
ინაშვილი ღარიბაშვილის წერილზე: პროკურატურამ მოკვლევა უნდა დაიწყოს დასმულ კითხვებზე
ხატია დეკანოიძე - არაერთი თვითმკვლელობა - ეს არის ფორმულირება ღარიბაშვილის წერილში და საკმაოდ საგანგაშო
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაადასტურა, რომ აშშ-მ უკრაინას მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე დარტყმების შეწყვეტა სთხოვა
რუსებმა კიევში, რკინიგზის დეპოზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)