|
2018-10-19 16:54:19, 659 ნახვა
რეგიონი
ბათუმში სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს
ამ წუთებში, სასტუმრო შერატონში სოფლის ტურიზმის II საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. 150-მდე უცხოელი და ქართველი დელეგატი მსოფლიოს 6 ქვეყნიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან განიხილავენ თემას „სოფლის ტურიზმი, როგორ ბიზნესი“. კონფერენცია სიტყვით გახსნა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა, რის შემდეგაც სტუმრებს სიტყვით მიმართეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ. კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას სულხან ღლონტმა რეგიონში სოფლის ტურიზმის განვითარებასა და მის პესპერქტივებზე გაამახვილა ყურადღება. „აჭარაში სოფლის ტურიზმი დინამიურად ვითარდება და მთიანი აჭარის მიმართ ინტერესი ტურისტებში ყოველწლიურად იზრდება. მაგალითისთვის, გასულ წელს 98%-ით იყო გაზრდილი მთაში ტურისტების რაოდენობა და წელს ამ პროცენტული მაჩვენებლის გაუმჯობესებას ველოდებით. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოსთან ერთად ვმუშაობთ მთაში არსებული ტურისტული მარშრუტების განვითარებისა და ტურისტულ ობიექტებში სერვისის გაუმჯობესების კუთხით. ბოლო ორ წელში აჭარაში 1000-მდე ტურისტულ ბიზნესში დასაქმებულ ადამიანს ჩავუტარეთ ტრენინგები და მთაში 15-მდე ტურისტული მარშრუტის განვითარება შევძელით. რაც შეეხება, უშუალოდ კონფერენციას ეს არის ძალიან კარგი პლატფორმა იმისთვის, რომ საერთაშორო და ქვეყნის შინით არსებული გამოცდილება გავუზიაროთ ერთმანეთს. წარმატებული მაგალითები, რომლის შესახებაც ჩვენი გამომსვლელები საუბრობენ მოიტანს მეტ ინფომარმაციას და მეტ მოტივაციას, რათა უფრო ეფექტურად მოვახდინოთ რეგიონში სოფლის ტურიზმის განვითარება-გააქტიურება,“ განაცხადა სიტყვით გამოსვლისას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა. სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციის პირველი დღე დაეთმო ქვეყნის და მის ფარგლებს გარეთ სოფლად წარმატებული ტურისტული ბიზნესის შესახებ მომზადებულ პრეზენტაციებს, რომლებიც ქართველმა და უცხოელმა სტუმრებმა წარმოადგინეს. მათ საკუთარი გამოცდილება წარმატებული ტურისტული ბიზნესის წარმოების მიმართულებით სტუმრებს გააცნეს. აჭარაში სოფლის ტურისტული პოტენციალის შესახებ სპეციალური პრეზენტაცია წარმოადგინა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა თინათინ ზოიძემაც. კონფერენციის ფარგლებში ორი დღის განმავლობაში ისეთ მნიშვნელოვან თემებს განიხილავენ, როგორებიცაა სოფელი და სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი, ბიზნესი და შემოსავლის წყარო, ინოვაციური სერვისები და ტურისტული პროდუქტები სოფლად, სოფლის ტურიზმის განვითარების პერსპექტივები და გამოწვევები აჭარის რეგიონში, ქართული სტუმართმასპინძლობა როგორც ბიზნესი, სოფლის ტურიზმის ზოგადი სტანდარტები, სახელმწიფო პროგრამები სოფლის ტურიზმის განვითარების კუთხით საქართველოში და სხვა ქვეყნებში, ტურისტების მოზიდვა სოფლად და რეკლამირება. კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობენ როგორც უცხოელი, ასევე ქართველი ექსპერტები, საოჯახო სასტუმრო სახლების მეპატრონეები, ტურისტული სააგენტოები, სოფლის და ეკო ტურიზმის სხვადასხვა სფეროს, ასევე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კონფერენციაზე ჯამში 31-მდე მოხსენება/პრეზეტაცია ჩატარდება, რომელთა უმრავლესობაც სოფლად არსებულ წარმატებულ ტურისტულ პროდუქტებსა და ბიზნესს მიეძღვნება. სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით მეორედ ტარდება და ის ხვალ მთიან აჭარაში გასვლითი ტურით დასრულდება.
(NS)
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)