|
2018-10-17 17:19:56, 1023 ნახვა
რეგიონი
„National Geographic“-ის კონფერენციაზე აჭარის ტურისტული პროდუქტები წარადგინეს
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა რეგიონის ტურისტული პოტენციალი პოლონეთში “National Geographic Traveler”-ის საერთაშორისო კონფერენციაზე წარადგინეს. ღონისძიება, რომელსაც ტურისტული სააგენტოებისა და ორგანიზაციების წარმომამადგენლები, ტელე-რადიო ჟურნალისტები, ბლოგერები და ტურიზმით დაინტერესებული ადამიანები სხვადასხვა ქვეყნებიდან ესწრებოდნენ ძირითადად, ახალი ტურისტული მიმართულებების აღმოჩენასა და გაცნობას დაეთმო. დეპარტამენტის წარმომადგენლებმა კონფერენციაზე აჭარის სამთო და საზღვაო ტურისტულ პროდუქტებს, მდიდარ სამზარეულოსა და ფოლკლორს გაუწიეს პოპულარიზაცია. პოლონეთი აჭარისთვის ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული ბაზარია, სადაც რეგიონის რეკლამირება აქტიურად ხორციელდება სხვადასხვა მარკეტინგული და პიარ აქტივობებით. მათ შორის ერთ-ერთი საინტერესო მედიაპლატფორმაა “National Geographic Traveler”, რომელმაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეგიონს არაერთი საინტერესო სტატია მიუძღვნა. „აჭარის და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესი პოლონეთში დიდია. მსგავსი ტიპის კონფერენციები კი დამატებითი პლატფორმაა ჩვენთვის სამიზნე აუდიტორიამდე მივიტანოთ აჭარის ტურისტული შესაძლებლობები, თუ რისი შეთავაზება შეგვიძლია და რატომ უნდა იმოგზაურონ ჩვენს ქვეყანასა და რეგიონში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია „National Geographic“ თანამშრომლობა და ამ კუთხით საინტერესო აქტივობებს ვგეგმავთ. ვამყარებთ კონტაქტებს „National Geographic“-ის სხვა ქვეყნის ოფისებთან ჩვენი ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაციის მიზნით. რაც შეეხება უშაუალოდ პოლონეთს, ამ ქვეყნიდან რეგიონში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა მზარდია და ის 9 თვის მონაცემებით 7,6%-ითაა გაზრდილი. ვფიქრობ, ჩვენს მიერ პოლონეთში დაგეგმილი და უკვე განხორციელებული სარეკლამო აქტივობები ქვეყნისა და რეგიონისადმი ინტერესს კიდევ უფრო გაზრდის,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.
(NS)
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)