|
2018-10-05 15:16:50, 1495 ნახვა
რეგიონი
კახეთში ღვინის ფესტივალი „თელავინო 2018“ გაიმართა
ქართული ღვინის დღეების - „ღვინობისთვე 2018"-ის ფარგლებში, თელავში ღვინის ფესტივალი „თელავინო 2018" გაიმართა. თელავის ცენტრში მოწყობილ პავილიონებში წარმოდგენილი იყო დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული 100-მდე სხვადასხვა დასახელების ღვინო, ჭაჭა და ბრენდი. ფესტივალი „კახეთის მეღვინეთა გილდიის" მიერ 2014 წელს დაფუძნდა და ტრადიციულად რთველის მიწურულს იმართება. ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, „თელავინო 2018"-ის გახსნას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა დაესწრო. მისი თქმით, ქართული ღვინის დღეები მიზნად ისახავს საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს წარმოჩენას და, ზოგადად, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობას. „დღევანდელი დღე არის ზეიმი, მევენახეები და მეწარმეები ერთად აღნიშნავენ ღვინის ფესტივალს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ წლევანდელი ფესტივალი კახეთში წარმატებული რთველის ფონზე ტარდება: გადამუშავებულია 200 ათასზე მეტი ყურძენი, მევენახეების შემოსავალი კი 300 მლნ ლარს აღწევს, რაც ბოლო თითქმის 30 წლის რეკორდული მაჩვენებელია. ფესტივალი „თელავინო" წელს მეხუთედ ტარდება და აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად იზრდება როგორც მონაწილეთა, ასევე ფესტივალის სტუმრების, მათ შორის, უცხოელი ტურისტების რიცხვი"- განაცხადა ლევან მეხუზლამ. ფესტივალი „თელავინო 2018" გასული წლების მსგავსად, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა. „ქართული ღვინის დღე" პირველად 2014 წელს აღინიშნა. ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების დიდი ინტერესის გათვალისწინებით, 2016 წელს გადაწყდა, რომ „ქართული ღვინის დღე" კვირეულის სახეს მიიღებდა, 2018 წელს კი ქართული ღვინის დღეები უფრო ფართოდ აღინიშნება: ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 5-დან 21 ოქტომბერამდე თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ქართული ღვინის დღეები „ღვინობისთვე 2018" სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება.
(NS)
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)