21:34 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-25 11:31:13, 2015 ნახვა

რეგიონი
კახეთში სიმინდის მოსავლის აღება დაიწყო

კახეთის რეგიონში, სიმინდის  მოსავლის აღების სამუშაოები აქტიურ ფაზაში შედის.

ადგილობრივი მოსახლეობისათვის მოსავლის აღების აგროოპერაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „მექანიზატორი“ ახორციელებს.

სამინისტროს ცნობით, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს სოფელ წითელგორში, სადაც 15 ჰექტარზე დათესილი სიმინდის მოსავალი უკვე აიღეს.

მოსავლის აღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით ამ დროისათვის შპს „მექანიზატორში“ 117  ერთეული კომბაინია მობილიზებული.

საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული ტექნიკა სრულად ჩაერთვება მიმდინარე პროცესში.

გარდა მოსავლის აღების აგროოპერაციისა, შპს „მექანიზატორი“ მიწათმოსარგებლეებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, 80-მდე აგროოპერაციის შესრულებას სთავაზობს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics