|
2018-09-19 13:54:07, 481 ნახვა
რეგიონი
„Thomas Cook“-ის წარმომადგენლები აჭარით ინტერესდებიან
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს მსოფლიოში უმსხვილესი ტურისტული კომპანია „Thomas Cook“-ის წარმომადგენლები სტუმრობენ. ისინი რეგიონში ტურისტულ, ბიზნესს და საინვესტიციო პოტენციალს ეცნობიან. კომპანიის ტურისტული და ავიაკომპანიების მიმართულებების მენეჯერები უკვე შეხვდნენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მენეჯმენტს, ქალაქ ბათუმის მერსა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს. შეხვედრებზე მხარეებმა შესაძლო თანამშრომლობაზე, აჭარაში ინვესტიციების განხორციელებასა და რეგიონის მიმართულებით ფრენების დანიშვნის შესაძლებლობებზე ისაუბრეს. სტუმრები ასევე, გაეცნენ ბათუმის ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებსა და ტურისტულ ინფრასტრუქტურას. კომპანია „Thomas Cook“ 177 წელია მსოფლიოში ოპერირებს და ყოველწლიურად 19 მილიონამდე მომხმარებელს ემსახურება. ის ტურისტულ ბიზნეში წამყვანი კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს 60 ტურისტული მიმართულებით ანხორციელებს ფრენებსა და ინვესტიციებს. „ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ტურისტულ ბიზნესში მსგავსი მასშტაბური და მსხვილი ორგანიზაციები დავაინტერესოთ აჭარის ტურისტული პოტენციალით. Thomas Cook არის მსოფლიოში ლიდერი კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბიზნესში ოპერირების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და ჩვენი მიზანია მის ერთ-ერთ სამიზნე ტურისტულ მიმართულებად იქცეს ჩვენი ქვეყანა. უკვე დავიწყეთ სამუშაო შეხვედრები, რომელსაც გაგრძელება კონკრეტული შემოთავაზებებით ექნება პარიზის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე. აჭარის, როგორც 4 სეზონზე მიმზიდველი ადგილის პოპულარიზაცია წარმოუდგენელია მსგავსი კომპანიების ჩართულობის გარეშე და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს მოლაპარაკებებს პოზიტიური შედეგები ექნება“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში გამართულ შეხვედრას „Thomas cook“-ის ფრენების დანიშნულების მართვის დირექტორი თიმ ჯოდი, „Thomas cook“-ის ფრენების და აეროპორტის სუბსიდიების მენეჯერი სტეფან ჯოლი, TAV Georgia-ს სატერმინალო ოპერაციების მენეჯერის მოადგილე იუცელ ოლგუნი, TAV-ის ავიაციის მარკეტინგის წარმომადგენელი ქენ ქენბოლატი და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ.
(NS)
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)