|
2018-09-18 16:12:41, 922 ნახვა
რეგიონი
შეხვედრა კინოფილმ „ნამეს“ შემოქმედებით ჯგუფთან
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, ინგა შამილიშვილთან ერთად, კინოფილმის "ნამე" რეჟისორს ზაზა ხალვაშს და ფილმის შემოქმედებითი ჯგუფის წევრებს შეხვდა. თორნიკე რიჟვაძემ კინომატორგაფებს ის წარმატება მიულოცა, რომელიც ფილმმა "ნამემ" საერთაშორისო კინოფესტივალებზე მოიპოვა. განსაკუთრებული კმაყოფილება გამოითქვა აჭარაში გადაღებული ქართული ფილმის მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ - ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების 91-ე ცერემონიალზე წარდგენის გამო. ფილმის რეჟისორმა ზაზა ხალვაშმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს სამომავლო გეგმები გააცნო. "ნამე" ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომელიც საქართველო-ლიტვა-საფრანგეთის კოპროდუქციაა. ფილმის პრემიერა ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში შედგა, შემდეგ კი იგი ვილნიუსის და სოფიას კინოფესტივალებზეც აჩვენეს. "ნამე" სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მთებში, ერთ პატარა, ტრადიციულ სოფელში მცხოვრები მოხუცი მამის, მისი ქალიშვილი ნამეს და სამი ვაჟის შესახებ მოგვითხრობს. ძმებიდან ერთი მასწავლებელია, მეორე – მოლა, ხოლო მესამე – მღვდელი. სოფელში მაჰმადიანები და მართმადიდებლები ერთად ცხოვრობენ. სოფლის ერთ ბოლოში ეკლესია დგას, მეორე ბოლოში კი მეჩეთია. თორნიკე რიჟვაძემ კინოფილმ "ნამეს" და მის შემოქმედებით ჯგუფს წარმატებები უსურვა.
(NS)
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)