|
2018-09-11 16:45:13, 1447 ნახვა
ეკონომიკა
აგვისტოში მესტიის აეროპორტში მგზავრთნაკადი 20 % გაიზადა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, აგვისტოს თვეში მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი 1089 მგზავრს მოემსახურა. რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20 % მეტია (2017 წელი - 910 მგზავრი). აღსანიშნავია, რომ მგზავრების უმეტესობა უცხოელი ვიზიტორები იყვნენ, რაც იმის ნიშანია, რომ საქართველო, კერძოდ სვანეთი, უცხოელი ვიზიტორებისათვის და ტურისტებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება. ჯამში, აგვისტოში ადგილობრივი აეროპორტები 1,473 მგზავრს მოემსახურა, რაც 11 % მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2017 წელი - 1,331 მგზავრი). რაც შეეხება ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მესტიის მიმართულებით და პირიქით, რეისები კვირაში ორჯერ - ორშაბათსა და პარასკევს სრულდება. ქუთაისი-მესტიის ბილეთის საფასური 50 ლარია.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)