12:11 - 26 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-26 11:54:29, 245 ნახვა

პოლიტიკა
მალგოჟატა გოშევსკამ მოითხოვა სანქციები დაედოს ბიძინა ივანიშვილს მის ოჯახს და ბიზნეს გარემოს

პოლონელმა ევროპარლამენტარმა მალგოჟატა გოშევსკამ ეს განაცხადა ევროპარლამენტში დებატებზე თემაზე - “პაატა ბურჭულაძის საქმე და “ქართული ოცნების” რეჟიმის პოლიტპატიმრები”, რომ უნდა დაწესდეს სანქციები ივანიშვილის, მისი ოჯახის და ბიზნეს წრის წინააღმდეგ.

“კიდევ რამდენი ქართველი უნდა იქნას დაპატიმრებული, კიდევ რამდენი განაჩენი უნდა გაიცეს, სანამ ევროკავშირი ეფექტიან ქმედებებს მიიღებს. პაატა ბურჭულაძეს - მსოფლიოში ცნობილ ოპერის მომღერალს - 7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

მიხეილ სააკაშვილი, ყოფილ პრეზიდენტს, რომელსაც საქართველო ევროპისკენ მიჰყავდა, ხუთ წელზე მეტია გისოსებს მიღმაა. ოპოზიციონერი აქტივისტები, სტუდენტები და ახალგაზრდები, რომლებიც დემოკრატიული მომავლისთვის იბრძვიან...

ივლისში “საერთაშორისო გამჭვირვალობამ” 91 პოლიტპატიმარი დაასახელა საქართველოში. ეს სია სრული არაა.

საქართველომ თავისი კურსი შეცვალა. ის ახლა რუსული გავლენისკენ ტრიალდება, სანქციებისთვის გვერდის ავლისა და უკანონო ფულის ნაკადების ადგილი ხდება, და მის დემოკრატიას სისტემატურად ახრჩობენ.

დროა დავასრულოთ დეკლარაციები. მოვითხოვ პირად სანქციებს ივანიშვილის ოჯახისა და მისი პოლიტიკური და ბიზნეს წრის წინააღმდეგ - აქტივების გაყინვას და ევროკავშირის მოგზაურობის აკრძალვას. არ დავუშვათ, რომ რუსეთის ინტერესებმა გაიმარჯვოს საქართველოში მისი მოქალაქეების ნებისა და ევროპული მომავლის წინააღმდეგ” - განაცხადა  მალგოჟატა გოშევსკამ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
დავორ ივო სტიერი - იმსახურებს საქართველო ასე ცხოვრებას? ამ მომავლისთვის იბრძოდნენ ისინი? ეს არის ქართული ოცნება? ვფიქრობ, ყველამ ვიცით, რომ ახლა ეს კოშმარია
ნაჩო სანჩეს ამორი - გვჭირდება სანქციების პაკეტი საქართველოში ოლიგარქების წინააღმდეგ
მალგოჟატა გოშევსკამ მოითხოვა სანქციები დაედოს ბიძინა ივანიშვილს მის ოჯახს და ბიზნეს გარემოს
მაკა ბოჭორიშვილი: შეხვედრის ადგილი — მინსკი — შეხვედრის შინაარსს არ ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics