2026-11-26 11:59:39, 227 ნახვა
კომენტარი
ნაჩო სანჩეს ამორი - გვჭირდება სანქციების პაკეტი საქართველოში ოლიგარქების წინააღმდეგ
ესპანელმა ევროპარლამენტარმა სოციალ-დემოკრატებიდან, ნაჩო სანჩეს ამორმა ევროპარლამენტში დებატებზე თემაზე - “პაატა ბურჭულაძის საქმე და “ქართული ოცნების” რეჟიმის პოლიტპატიმრები”, თქვა, რომ სანქციების მიმართულებით მოქმედება ევროკავშირს უფრო ადრე უნდა დაეწყო.
„საგანგაშო ნიშნებს გაცილებით ადრე ვხედავდით. მტკიცე გადაწყვეტილებების მიღება გვმართებდა. თუმცა ჩვენ საჩუქრები დავარიგეთ და შემდეგ, რამდენიმე თვის თავზე, აშკარა ავტორიტარული, პრორუსული უკუსვლა ვიხილეთ. ამ ეტაპზე ერთადერთი, რაც გაჭრის, სანქციებია. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ბრიუსელში საქართველოს კონტექსტში ზმნა „სანქცირება“ მხოლოდ რუსეთთან მიმართებაში გამოიყენება. მაგრამ რა ხდება დემოკრატიის მხარდაჭერაზე? გვჭირდება სანქციების პაკეტი საქართველოში ოლიგარქების წინააღმდეგ”, — თქვა მან.
ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან