12:11 - 26 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-11 11:44:59, 1025 ნახვა

ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტროში საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა

საქართველოს საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, საგზაო უსაფრთხოების 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების შესრულების პროგრესი და სხვა მასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები განიხილეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისია და მისი სამუშაო ჯგუფი ფუნქციონირებს საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიით გათვალისწინებულ ფორმატში, რაც, ძირითადად, მოიცავს საგზაო უსაფრთოხების მიმართულებით პასუხისმგებელ უწყებებს შორის კოორდინაციის განხორციელებას და ყოველწლიური სამოქმედო გეგმების შემუშავებასა და მათ შემდგომ შესრულებას.

2018 წლის სამოქმედო გეგმის ძირითადი ამოცანებია:

·         ავტომობილების ტექნიკური მდგომარეობის ხარისხის ამაღლება;

·         საგზაო მოძრაობის კონტროლის ეფექტიანობის ამაღლება;

·         საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების და მათი შედეგების აღრიცხვის პროცესის გაუმჯობესება;

·         საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის დროს დაშავებულთათვის, დროული, ადეკვატური,  მაღალი ხარისხის სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო სერვისების მიწოდება;

·         სოციალური კამპანიები, რომლებიც მიმართულია საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ქცევის გაუმჯობესებაზე და სხვა.

საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის და მისი სამუშაო ჯგუფის ფუნქციონირებაში ჩართულები არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, განათლებისა, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აღნიშნული კომისიისა და სამუშაო ჯგუფის საქმიანობას უწევს კოორდინაციას.

 

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დავორ ივო სტიერი - იმსახურებს საქართველო ასე ცხოვრებას? ამ მომავლისთვის იბრძოდნენ ისინი? ეს არის ქართული ოცნება? ვფიქრობ, ყველამ ვიცით, რომ ახლა ეს კოშმარია
ნაჩო სანჩეს ამორი - გვჭირდება სანქციების პაკეტი საქართველოში ოლიგარქების წინააღმდეგ
მალგოჟატა გოშევსკამ მოითხოვა სანქციები დაედოს ბიძინა ივანიშვილს მის ოჯახს და ბიზნეს გარემოს
მაკა ბოჭორიშვილი: შეხვედრის ადგილი — მინსკი — შეხვედრის შინაარსს არ ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics