23:52 - 23 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-05 18:50:07, 549 ნახვა

პოლიტიკა
ალასანია: დღეს ჩვენ დავინახეთ, რომ შეიძლება სამართალი ვიწამოთ

„დღეს, ჩვენ დავინახეთ, რომ შეიძლება სამართალი ვიწამოთ“, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. კაბელების საქმეზე სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ალასანიამ აღნიშნა, დღევანდელი დღე ქართული მართმსაჯულების ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანია.

‘’თავიდანვე ვიძახდით, რომ ეს 5 ადამიანი არის უდანაშაულო და ეს საქმე არის პოლიტიკური. დღევანდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი ქართული მართმსაჯულების ისტორიაში. დღეს, ჩვენ დავინახეთ, რომ შეიძლება სამართალი ვიწამოთ. საზოგადოება თუ მობილიზებული იქნება სამართლიანობას მივაღწევთ. მე მინდა, რომ ძალიან მალე ჩვენი უდანაშაულო ბიჭები ვიხილო თავისუფლები, სამსახურში დაბრუნებულები და ოჯახთან ერთად’’, – განაცხადა ირაკლი ალსანიამ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომლის საქმეზე დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მოსამართლემ დავით ჯუღელმა გაიზიარა ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების ადვოკატის პოზიცია და ბრალდების მხარის მტკიცებულება, რომელიც ეხებოდა სასაქონლო და საინჟინრო ექსპერტიზას, საქმეში დაუშვებლად ცნო. 

დაცვის მხარის განცხადებით, სასაქონლო და საინჟინრო ექსპერტიზა იყო მთავარი მტკიცებულება, რომელსაც ბრალდების მხარე ეყრდნობოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics