2026-10-23 22:57:52, 249 ნახვა
ევროპის ამბები
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
ადგილობრივი მედიის ცნობით, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნეზმა განაცხადა, რომ ამ შაბათ-კვირას ახალი საპროტესტო ტალღის დროს მთელი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 70 000 პოლიციელსა და ჟანდარმს განალაგებს.
ასევე, მთელ საფრანგეთში დაახლოებით 20 ჯავშანმანქანა და 15 წყლის ჭავლი განლაგდება.
ღამის საათებში კომენდანტის საათი დაწესდა რამდენიმე მსხვილი ქალაქის ზოგიერთ რაიონში, მათ შორის პარიზში, მარსელში, ლიონში, ნიცასა და მონპელიეში.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან