|
2018-09-08 14:21:55, 1933 ნახვა
ეკონომიკა
თელავში ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ბანაკი გაიხსნა
თელავში ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ბანაკი გაიხსნა, რომელიც ოთხ დღეს გაგრძელდება და განკუთვნილია 16-20 წლის ახალგაზრდებისთვის თელავიდან. გახსნის ცერემონიალს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ავთანდილ კასრაძე და თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი დაესწრნენ. ბანაკი მოიცავს სესიებს, პრაქტიკულ დავალებებსა და გუნდურ სამუშაოებს მეწარმეობის, პროფესიული განვითარების, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შესახებ. სასწავლო პროცესის მსვლელობისას მონაწილეები გაიცნობენ და პრაქტიკულ რჩევებს მიიღებენ ამ სფეროებში მოღვაწე პროფესიონალებისგან. თელავში ახალგაზრდული ბანაკი იმართება ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, თელავის მერიისა და ინოვაციების ხელშეწყობის ფონდის ორგანიზებით.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)