|
2018-09-08 10:57:09, 3875 ნახვა
მსოფლიო
რიგაში საკვები მრეწველობის გამოფენაში 11 ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა
ქალაქ რიგაში, ბალტიისპირეთში საკვები მრეწველობის ყველაზე დიდი ყოველწლიური გამოფენა „Riga Food 2018” გაიხსნა, სადაც “ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ლატვიაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, ქართული კუთხე მოეწყო. სამინისტროს ცნობით, საკვები მრეწველობის გამოფენაზე წარმოდგენილ იქნა 11 სხვადასხვა კომპანიის პროდუქცია: „ტყუპების ღვინის მარანი“, „ვაინ მენ“, „ასადელი“, „GEO-US WORLD EXPORT“, „კულა“, „ქართული ლუდის კომპანია - ზედაზენი”, „თამარი“, „Wine Products and Spirits”, „EU-GS STANDART GmbH (GEORGIAN PRODUCTION)“, „ქინძმარაულის ღვინის მარანი“, ELKOR FOOD&WINE LTD“. ქართულ სტენდთან, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველმა სოლომონ პავლიაშვილმა, ლატვიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს იანის დუკლავსსა და ლატვიის რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და რეგიონული განვითარების მინისტრს კასპარს გერჰარდს უმასპინძლა. 2017 წელს საქართველოდან ლატვიაში განხორციელდა 116 ათასი აშშ დოლარის ღირებულების პომიდვრისა და 81 ათასი აშშ დოლარის ღირებულების მარწყვის ექსპორტი. აღნიშნული პროდუქტების ექსპორტი ლატვიაში გასულ წლებში არ ხორციელდებოდა. 2016 წელთან შედარებით ასევე გაიზარდა სპირტიანი სასმელების (2.5-ჯერ), თხილის (17.7 %-ით), ბოსტნეულის - ძირითადად მწვანილი, (64 %-ით) და მოხალული თხილის (2.3-ჯერ) ექსპორტი. "ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ქართველ მწარმოებლებს ახალ შესაძლებლობებს უხსნის. საკვები მრეწველობის ყოველწლიური გამოფენა „Riga Food 2018” 8 სექტემბრამდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობას ღებულობს მსოფლიოს 37 ქვეყნის 720-ზე მეტი კომპანია და 15 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, წარმოდგენილია ეროვნული სტენდით.
(NS)
ტახტის მოსაყდრე შიო: მომდევნო კვირაში ჩვენ მოგვიწევს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა
რეჟიმის წარმომადგენელმა თურნავამ, რეფინანსირების განაკვეთი გაეზარდა ინფლაციას დააბრალა
მეუფე იობი ეკლესიაში საგარეო ჩარევებზე: ზეწოლაც ხდება და ჩარევებიც ხდება
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად, 252 029 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება - „საზოგადოება და ბანკები“
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)