|
2026-10-26 10:51:59, 279 ნახვა
მსოფლიო
ვორონეჟში, დრონების თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 17 დაშავდა
ვორონეჟში, დრონების თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 17 დაშავდა. ამის შესახებ ვორონეჟის ოლქის გუბერნატორმა გუსევმა განაცხადა. „დაშავებულთა მნიშვნელოვანი რაოდენობა, მათ შორის ორი მძიმედ დაჭრილი, დაშავდა ვორონეჟის მარცხენა სანაპიროს გარეუბანში მოძრავ მატარებელში, როდესაც უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები მასზე დაეცა“, - დაწერა მან. გუბერნატორის თქმით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა გუშინ ღამით და დღეს დილით ვორონეჟის მეტროპოლიტენის არეალსა და რეგიონის რამდენიმე რაიონში 113 დრონი აღმოაჩინეს და გაანადგურეს. გუსევმა ასევე განაცხადა ხანძრის შესახებ „რამდენიმე სამრეწველო საწარმოში“, ქალაქის ცენტრში მდებარე ბიზნეს ცენტრში, საცხოვრებელ კორპუსში, ორ აგარაკზე, სკოლის სტადიონსა და ავტოფარეხის კოოპერატივში. უკრაინული მონიტორინგის არხების ცნობით, ვორონეჟში უკრაინელებმა "ვორონეჟსინტეზკაუჩუკსა" და ვორონეჟის საავიაციო ქარხანაზე მიიტანეს იერიში: "ვორონეჟსინტეზკაუჩუკი, (Voronezhsintezkauchuk) - ქარხანა, რომელიც თერმოელასტოპლასტებისა და სინთეტიკური კაუჩუკის წარმოებაზეა სპეციალიზებული. შედის SIBUR-ის ჰოლდინგის შემადგენლობაში. ВАЛТ (რუსულად ВАСО) — ავიამშენებელი ქარხანა, რომელიც "ილუშინის"(Ил) სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს.
თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს ₾1 025 719-ის მიწის ნაკვეთებს – 13 პირს ბრალი წარედგინა
საქართველოს ბანკთან პარტნიორობით მცხეთაში მულტიფუნქციური ტურისტული და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება
ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია კორინა მაჩადო ვენესუელაში დაბრუნდა
ვორონეჟში, დრონების თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 17 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)