23:15 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-05 17:33:19, 444 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ ტყემალაძე გიორგი ქადაგიძის დღევანდელ განცხადებებს უადგილოს უწოდებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზურაბ ტყემალაძის შეფასებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი განცხადება ქვეყნისთვის დამაზიანებელი არ არის. 
„ბიძინა ივანიშვილის განცხადება  ქვეყნისთვის არაფერი დამაზიანებელი არ ყოფილა და ვერც იქნება. შეიძლება არ ესიამოვნა ქადაგიძეს, მაგრამ მან აბსოლუტურად ობიექტურად აღნიშნა თავისი პოზიცია“,-განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ. 
რაც შეეხება, გიორგი ქადაგიძის დღევანდელ ბრიფინგს ტყემალაძის შეფასებით,  ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადება არამართლზომიერი და უადგილო იყო. 
„რაც შეეხება ქადაგიძის განცხადებას და ბრიფინგს სიმართლე გითხართ ვერ გავიგე რას ემსახურებოდა. იმიტომ რომ თუ  ეს იყო ბიძინას გუშინდელი განცხადების საპასუხო ნამდვილად მიმაჩნია, რომ უადგილო, არამართლზომიერი განცხადებაა“,-აღნიშნა ტყემალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics