|
2018-09-07 13:00:44, 1305 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ბანკის“ მომხმარებლები „ერთგულ“ ქულებს უკვე „კარფურშიც“ დააგროვებენ
დღეიდან თიბისი ბანკის მომხმარებლები „ერთგული" ქულების დაგროვებას ჰიპერმარკეტების ქსელ „კარფურშიც" შეძლებენ. თიბისის ტერმინალები „კარფურის" სავაჭრო ობიექტებში უკვე განთავსდა. ერთგული ქულები მომხმარებლებს ერთგული ბარათით, ასევე თიბისი ბანკის ნებისმიერი საკრედიტო ბარათითა და უკონტაქტო სტიკერით გადახდისას დაერიცხებათ. გარდა ამისა, თიბისის მომხმარებლები კარფურის 6 წლის იუბილეს ფარგლებში დაგეგმილ გათამაშებაში მოგების მეტი შესაძლებლობითა და გაორმაგებული ბილეთებით ჩაერთვებიან. კერძოდ, 5 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, "კარფურის" სუპერმარკეტებში 35 ლარის, ხოლო ჰიპერმარკეტებში 65 ლარის შენაძენზე მომხმარებლები გათამაშების 1 ბილეთს მიიღებენ. თიბისის ბარათით გადახდის შემთხვევაში კი, იმავე რაოდენობის შენაძენზე 1-ის ნაცვლად, 2 ბილეთს დააგროვებენ. კარფურის საიუბილეო გათამაშებაში მომხმარებლებს შემდეგი პრიზები მოგების შესაძლებლობა აქვთ:
უახლოეს მომავალში თიბისის „ერთგული" ბარათი მომხმარებლებს "კარფურში" შოპინგისას არაერთი საინტერესო შეთავაზებას და სიურპრიზს ჰპირდება. „ერთგულის" შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.ertguli.ge
(R)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)