|
2018-09-01 13:03:19, 1661 ნახვა
სამართალი
დეა გოშხეთელიანის ყოფილ მეუღლეს სასამართლომ 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ყოფილი ცოლისა და სიმამრის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ გრიგოლ ბაკურაძეს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავად დაზარალებული, დეა გოშხეთელიანი ავრცელებს. "დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო ყველა წარდგენილ ბრალში,ჩემი ყოფილი მეუღლე,გრიგოლ ბაკურაძე,დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ დანაშაულში. სასჯელად განესაზღვრა 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. როდესაც მეღლეს სცემ 2 არასრულწლოვანი ბავშვის თანდასწრებით, ასევე სცემ მეუღლის მამას - ამ დამამძიბელი გარემოების გათვალისწინებით ვფიქრობ 1 წელი და 9 თვე ძალიან მცირე სასჯელია. მე ასევე იმედი მაქვს,რომ ჩემი ყოფილი მეუღლე, მიუხედავად ამ მცირე პერიოდისა გაიაზრებს და დაფიქრდება საკუთარ დანაშაულზე. მადლობა ყველას, ვისაც სჯეროდა ჩემი სიმართლის, ეჭვიც არ ეპარებოდა ჩემში და იდგა ჩემს გვერდით თუნდაც ერთი გამამხნევებელი მესიჯითაც კი", - წერს გოშხეთელიანი.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)