|
2026-11-02 17:43:06, 4777 ნახვა
სამართალი
ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი დაიხურა
ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი დაიხურა. სხდომის დახურვაზე შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა, რაც მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა დააკმაყოფილა. პროკურორმა ანა ლეკიაშვილმა სხდომის დახურვა მოითხოვა, რაც მოსამართლემ მხარეთა არგუმენტების მოსმენის შემდეგ დააკმაყოფილა. პროკურორმა მიზეზად დაასახელა „პერსონალური მონაცემების დაცვისა“ და „ოჯახის პირადი უსაფრთხოების დაცვის“ მოტივები. მან ასევე თქვა, რომ მაღალჩინოსნები უნდა გამოიკითხონ და მათ მიერ გაჟღერებულმა ინფორმაციამ შესაძლოა დააზიანოს სახელმწიფო ინტერესები. „აუცილებელია, სხდომა სრულად დაიხუროს“, – დააზუსტა პროკურორმა ლეკიაშვილმა. სხდომის დახურვას ეწინააღმდეგებოდა თავად ირაკლი ღარიბაშვილი. "ვეწინააღმდეგები ამ შუამდგომლობას, სხდომის დახურვას ვეწინააღმდეგები. მინდა, საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე, რომ ეს არის ცილისწამებაზე აგებული პოლიტიკურად მოტივირებული საქმე. აქედან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა აქვს, პროცესი საჯაროდ და გამჭვირვალედ ჩატარდეს, რათა მთელმა საზოგადოებამ დაინახოს ბრალდების უსაფუძვლობა. კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ამ შუამდგომლობას და მოგმართავთ თხოვნით, ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს". - თქვა პროცესზე ღარიბაშვილმა. „დაცვის მხარე კატეგორიულად წინააღმდეგია“, - თქვა ერთ-ერთმა ადვოკატმა. მან გაიხსენა, რომ მსგავსი შუამდგომლობა წინა სხდომაზეც დააყენა პროკურორმა, – რაც მოსამართლე ლელა კალიჩენკომ არ დააკმაყოფილა და შუამდგომლობას დაუსაბუთებელი უწოდა. ადვოკატის თანახმადვე, თუკი არ არსებობდა ჯუანშერ ბურჭულაძის სხდომის დახურვის საფუძველი, არც ღარიბაშვილის საქმე არ უნდა დაიხუროს, რადგან ამ საქმეების თითქმის სრული მოცულობა იდენტურია.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)