19:04 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-02 17:48:07, 329 ნახვა

მსოფლიო
ცხრა დღის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში თერთმეტი ტანკერი დაიწვა

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) საზღვაო ძალების ცნობით, 25 ოქტომბრიდან მოყოლებული, ჰორმუზის სრუტეში თერთმეტი ტანკერი დაიწვა და ზოგიერთი მათგანი ჩაიძირა.

„25 ოქტომბრიდან (ცენტრალური მეთაურის ბრედლი კუპერის ჰორმუზის სრუტეში დემონსტრაციული ვიზიტის თარიღი) დღემდე (ცხრა დღე), ჰორმუზის სრუტეში 11 ტანკერი დაიწვა, ზოგი კი ზღვის ფსკერზე ჩაიძირა“, - წერს IRGC-ის საზღვაო ძალები X-ში.

დიდი ბრიტანეთის საზღვაო ვაჭრობის ოფისმა (UKMTO) ომანის სანაპიროსთან, ჰორმუზის სრუტეში გემზე ხანძრის შესახებ განაცხადა.

„UKMTO-მ მიიღო შეტყობინება ინციდენტის შესახებ ომანის ხასაბიდან 25 კმ-ში, ჰორმუზის სრუტეში“, - ნათქვამია ოფისის ვებსაიტზე.

მესამე მხარის წყაროს ცნობით, სატრანზიტო გემზე ხანძარი გაჩნდა. მისი გამომწვევი მიზეზი ამჟამად უცნობია.

ასევე არ არსებობს ინფორმაცია ეკიპაჟის მდგომარეობის, დაზიანების ან გარემოზე ზემოქმედების შესახებ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ცხრა დღის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში თერთმეტი ტანკერი დაიწვა
ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი დაიხურა
№8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად ნოდარ ქინქლაძე დაინიშნა
სადგურის მოედანზე, გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე ხანძარი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics