|
2018-09-01 11:28:16, 1623 ნახვა
სამართალი
ცოლზე ძალადობაში ბრალდებულს 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებული ზ.კ დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი). პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ზ.კ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს ნ.ნ-ს, ხოლო 2018 წლის 14 ივნისს და 15 ივნისს მასზე განახორციელა ფიზიკური ძალადობა. „აღნიშნულით დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა, ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. სამართალდამცველებმა ზ.კ. 2018 წლის 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ ზ.კ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათაქვამია პროკურატურის განცხადებაში.
რუსული დრონები კიევის რეგიონში კოკა-კოლას ქარხანას თავს დაესხნენ
პოლონეთმა ევროკავშირიდან თითქმის ათასი რუსი დიპლომატის გაძევების წინადადება წამოაყენა
ტრამპმა გადაწყვიტა, ევროპას მოითხოვოს, აშშ-ს უკრაინაში წარსულში მიწოდებული იარაღისთვის გადახდა
ადვოკატი ღარიბაშვილზე- მან კონკრეტული ფაქტები ერთმანეთს დაუკავშირა, საჯაროდ გაახმოვანა და კითხვებიც დასვა
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსული დრონები კიევის რეგიონში კოკა-კოლას ქარხანას თავს დაესხნენ
The Atlantic: უკრაინამ ათასობით დრონის გამოყენებით მოსკოვის აეროპორტების ბლოკირების ოპერაცია დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)