20:33 - 02 Nov, 2026
|
2018-08-31 17:03:13, 1746 ნახვა
სამართალი
შსს-მ „საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრების მიერ იარაღის გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო (ვიდეო)
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოძრაობა "საქართველოს ეროვნული ერთობის'' სოციალურ გვერდზე გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც "ექსპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. გამოძიების ფარგლებში შესაძლოა მუხლი გადაკვალიფიცირდეს. ცნობისთვის, 27 აგვისტოს "საქართველოს ეროვნული ერთობის'' Facebook-გვერდზე გავრცელდა ვიდეო, სადაც მოძრაობის წევრები კალაშნიკოვის ავტომატის გამოყენებით სროლაში ვარჯიშობენ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)