|
2018-08-29 19:11:14, 1230 ნახვა
სამართალი
ყოფილ პროკურორს მოქალაქის ცემისა და მის მიმართ ძალადობის ფაქტზე, ბრალი წარედგინა
საქართველოს პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ყოფილ პროკურორ გ.შ.-ს მოქალაქე გ.მ-ს ცემის და მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი წარედგინა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ მთავარი პროკურატურიდან აცნობეს. უწყების ცნობით, გამოძიების პარალელურად, გენერალურ ინსპექციაში ჩატარდა სამსახურებრივი შემოწმება პროკურორ გ.შ.-ს მიერ შეუფერებელი საქციელის და მასზე კანონით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის ფაქტზე. „მთავარი პროკურორის ინიციატივით მოწვეულმა პროკურატურის საკონსულტაციო საბჭომ ერთხმად მიიღო რეკომენდაცია პროკურატურიდან გ.შ-ს დათხოვნის შესახებ. რეკომენდაციის საფუძველზე, შალვა თადუმაძის ბრძანებით გ.შ. გათავისუფლდა საქართველოს პროკურატურიდან. გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის 24 აგვისტოს, გ.შ-მ ქ.წყალტუბოში, აკაკი შანიძის ქ. №9-ში მცხოვრებ მეგობარ თ.გ-სთან მისვლის შემდეგ საცხოვრებელი კორპუსის ეზოში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თ.გ.-ს მეუღლეს გ.მ.-ს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ პროკურორმა გ.შ-მ, მოქალაქე თ.გ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა 2017 წლის ოქტომბერშიც მიაყენა. ბრალდების მხარე გ.შ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხთან დაკავშირებით შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს. საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში გ.შ-ს მიმართ მიმდინარე გამოძიების შედეგების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას დამატებით მიეწოდება“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)