|
2018-08-29 12:08:51, 1602 ნახვა
სამართალი
შსს-მ გურამ კაშიას საქმეზე, კოტე მორგოშია გამოკითხვაზე დაიბარა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გურამ კაშიას მიმართ გამოთქმული შეურაცხყოფისა და მუქარის შემცველი განცხადებების გამო, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი კოტე მორგოშია გამოკითხვაზე დაიბარა. ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო გურამ კაშიამ Facebook-ის საკუთარი გვერდი წაშალა, ხოლო ინსტაგრამის ანგარიში მხოლოდ გამომწერებისთვის გახადა ხელმისაწვდომი. თავდაპირველად მის მიმართ აგრესია ჰოლანდიის ჩემპიონატში, „ვიტესის“ ერთ-ერთ მატჩში, ცისარტყელას ფერებში შეღებილმა კაპიტნის სამკლაურმა გამოიწვია, რომლითაც ფეხბურთელი „ფობიის საწინააღმდეგო კამპანიას“ შეუერთდა. მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ LGBT ადამიანების მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის UEFA კაშიას თანასწორობის ჯილდოს გადასცემს, ფეხბურთელის მიმართ აგრეისულად განწყობილი პირები კვლავ გააქტიურდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)