|
2018-08-28 18:48:17, 1615 ნახვა
სამართალი
შსს-მ გაუპატიურების ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გაუპატიურების ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1995 წელს დაბადებული ა.ა. დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 აგვისტოს ზუგდიდის რაიონის სოფელ ანაკლიაში, თ.ტ-თან, მისსავე დროებით საცხოვრებელ ბინაში, სქესობრივი კავშირი იძულებით დაამყარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევიდან რამდენიმე საათში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ქვეყნის დატოვებას ცდილობდა. გამოძიება გაუპატიურების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)