|
2018-08-24 16:57:49, 1273 ნახვა
სამართალი
უცხოური მედია - საქართველოს კრიმინალური პოლიციისა და გერმანიის თანამშრომლობა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში წარმატებულია
გერმანიის ფედერაციის კანცლერის, ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტს საერთაშორისო გამოცემებიც ეხმაურებიან, მათ შორისაა „როიტერი“, „დოიჩე ველე“ და „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგი“. სტატიებში მერკელის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას გაკეთებული განცხადებებია განხილული. გამოცემებში აქცენტი გაკეთდა კანცლერის იმ განცხადებაზე, სადაც ის საქართველოს უსაფრთხო ქვეყანად და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში, საიმედო პარტნიორად განიხილავს. „საქართველო გერმანიის ძალიან კარგი პარტნიორია და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობა წარმატებულია“ - ანგელა მერკელი. მოგეხსენებათ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის მიერ, ევროპის ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად, ბოლო 7 თვეში 120- ზე მეტი საქართველოს მოქალაქეა დაკავებული რომლებიც, ევროპის სხვადასხვა ქალაქში ორგანიზებულ-დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები იყვნენ. ასევე აღსანიშნავია, რომ წარმატებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლობა ევროპელ და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან პოლიციის ატაშეების მეშვეობით, რომელთა ქსელი მსოფლიო მასშტაბით ფართოვდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)