19:23 - 02 Nov, 2026
|
2018-08-24 12:31:06, 1734 ნახვა
სამართალი
ანგელა მერკელი სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას გაეცნო
ანგელა მერკელი სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. ადგილზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებისგან მიიღო. კანცლერმა მისთვის სპეციალურად განთავსებული ჭოგრიტის მეშვეობით საოკუპაციო ხაზს მიღმა არსებული ვითარება, მათ შორის რუსული ბაზა დაათვალიერა. ანგელა მერკელი ადგილზე დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში იმყოფებოდა. ამის შემდეგ ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაემგზავრა, სადაც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად, გერმანელ ჯარისკაცებს შეხვდება.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)